logo

უკრაინელი "რამოსი": "გავოცდი საქართველოთი, იქ შეიძლება ამის გამო გცემონ"

უკრაინელი "რამოსი": "გავოცდი საქართველოთი, იქ შეიძლება ამის გამო გცემონ"

უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებისა და კიევის "დინამოს" მცველმა, დენის პოპოვმა, რომელსაც საკუთარ სამშობლოში "უკრაინელი რამოსის" სახელით მოიხსენიებენ, საქართველოზე საინტერესო განცხადება გააკეთა.

"პირველად გიორგი წიტაიშვილი აკადემიაში მოხვედრისას გავიცანი. მაშინ ის რუსულად ცუდად საუბრობდა. ამის შემდეგ ჩვენი გზები გაიყო, თუმცა, ურთიერთობა მაინც შეგვინარჩუნდა."

"მისი მოწვევით საქართველოშიც ჩამოვედი. მე გიორგის შვილის ნათლიაც გავხდი. ამ ქვეყნით გაკვირვებული დავრჩი. მოხარული ვარ, რომ მომიწია იქ სტუმრობა."

"აქ ძალიან კარგი და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. გავეცანი ქართულ კულტურასა და ბუნებას, ამ ყველაფერმა მომხიბლა."

"თუმცა, არსებობს სხვა ფაქტორებიც. მაგალითად, თუ ბიჭთან ერთად მიმავალ გოგონას სხვა თვალით შეხედე, ამის გამო შეიძლება გცემონ. ასევე, ჩვენთან დედის შეგინება ჩვეულებრივი მოვლენაა, საქართველოში კი ამის გამო უთუოდ პრობლემები შეგექმნება." - აცხადებს პოპოვი.

2 კვირის წინ
2027 / 0
RAMOS
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "რეალს" ყველაზე მეტად გაძლიერება იანვრის სატრანსფერო ბაზარზე?

მეკარის
დაცვის
ნახევარდაცვის
თავდასხმის
სულ პასუხები: 719
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ