logo

მიზეზები – რატომ არ შეიძინა "რეალმა" დე ლიხტი?

მიზეზები – რატომ არ შეიძინა "რეალმა" დე ლიხტი?

2019 წლის 18 ივლისს ტურინის "იუვენტუსმა" 85,5 მილიონი ევრო გადაუხადა ამსტერდამის "აიაქსს" თინეიჯერი მცველის მატიას დე ლიხტის სანაცვლოდ. 

ნიდერლანდელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს სხვა გრანდებიც იჩენდნენ. დე ლიხტს მსურველები ჰყავდა ესპანეთიდანაც, თუმცა "Diario AS"-მა გამოაქყვეყნა 2 მიზეზი, რატომ არ შეიძინა სამეფო კლუბმა ნიჭიერი ცენტრალური მცველი.

წყაროს ცნობით, მადრიდელებმა მატიასი აღარ შეიძინეს, რადგან ედერ მილიტაოს ვარიანტი უფრო მოსწონდათ. ეს გაცილებით მარტივი და იაფი არჩევანი იყო და "ლოს ბლანკოსის" ხელმძღვანელობა მისი პროფილით მოხიბლული იყო.

გარდა ამისა, მინო რაიოლას თავისი კლიენტი თავად შეუთავაზებია "რეალისთვის", მაგრამ თეთრებს არ სურდათ დიდი თანხის გადახდა. "რეალს" ურჩევნია პირველ რიგში ქარიმ ბენზემას შემცვლელი იპოვნოს.

5 თვის წინ
279 / 0
poll გამოკითხვა

ვინ არის 2019/20 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?

ბენზემა
ვალვერდე
რამოსი
კროოსი
კურტუა
სხვა
სულ პასუხები: 596
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ისკო, აზარი.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ