logo

რივალდომ მბაპეს „რეალში“ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

რივალდომ მბაპეს „რეალში“ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, რივალდომ, „პსჟ“-ს შემტევის, კილიან მბაპეს შესაძლო მადრიდის „რეალში“ ტრანსფერზე ისაუბრა.

მისი თქმით, ფრანგი ფეხბურთელი პარიზს მალე დატოვებს:

,,პრესის ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ მბაპეს შეძენას აქტიურად ცდილობს. რა თქმა უნდა, მისი ტრანსფერი „სამეფო კლუბს“ ძალიან გააძლიერებს.

არამგონია, რომ პარიზელებმა მბაპე მარტივად დათმონ, თუმცა ეს ფეხბურთია და გუნდმა ფეხბურთელის სურვილს პატივი უნდა სცეს.

მბაპეს  ტალანტიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მისი კარიერისთვის უკეთეს ჩემპიონატში ასპარეზობა უკეთესი იქნება.

მართალია, პარიზელები ახლა ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტები არიან, თუმცა 19 წლის ფეხბურთელისთვის ლა ლიგა და პრემიერლიგა უფრო დიდი გამოწვევა იქნება."-განაცხადა ბრაზილიელმა.

3 თვის წინ
229 / 0
ლუკა ბერიძე
poll გამოკითხვა

ვინ არის 2019/20 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?

ბენზემა
ვალვერდე
რამოსი
კროოსი
კურტუა
სხვა
სულ პასუხები: 349
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ