თავისი პრესტიჟის დამსახურებით, მადრიდის "რეალს" ყოველთვის შეეძლო დიდი ტრანსფერების გაკეთება. რთულია უარი თქვა, როცა მეოცე საუკუნის საუკეთესო გუნდი გეპატიჟება, რომელმაც 21-ე საუკუნის პირველ მეხუთედშიც ყველაზე მეტი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიპოვა.
ახლა 2020 წელია, კორონავირუსის გამო ფეხბურთი დაპაუზებულია, Realmania.Ge კი თქვენს გულებში ამ დიდებულ სპორტს მრავალფეროვანი კონტენტით ჩაღვრის.
ახლა "ლოს ბლანკოსის" კონკრეტულად იმ ტრანსფერებზე მოგახსენებთ, როდესაც სამეფო კლუბმა ფეხბურთელი ინგლისის პრემიერ ლიგიდან დაიმატა. ჩვენ მოკლედ შევაფასებთ ამ მოთამაშეების მოღვაწეობას "ლა კასა ბლანკაში" წარმატებულად ან წარუმატებლად.
* ფასები მოცემულია ფუნტ სტერლინგებში
სტივ მაკმანამანი (1999)
წინა კლუბი: "ლივერპული"
გადახდილი თანხა: უფასოდ
მატჩები "რეალში": 152
ტიტულები "რეალში": 5
შეფასება: წარმატებული
დევიდ ბექჰემი (2003)
წინა კლუბი: "მანჩესტერი"
გადახდილი თანხა: 25 მილიონი
მატჩები "რეალში": 155
ტიტულები "რეალში": 1
შეფასება: წარმატებული
ჯონათან ვუდგეითი (2004)
წინა კლუბი: "ნიუკასლი"
გადახდილი თანხა: 14,2 მილიონი
მატჩები "რეალში": 14
ტიტულები "რეალში": 0
შეფასება: წარუმატებელი
მაიკლ ოუვენი (2004)
წინა კლუბი: "ლივერპული"
გადახდილი თანხა: 8 მილიონი
მატჩები "რეალში": 45
ტიტულები "რეალში": 0
შეფასება: წარმატებული
ტომას გრავესენი (2005)
წინა კლუბი: "ევერტონი"
გადახდილი თანხა: 2,6 მილიონი
მატჩები "რეალში": 49
ტიტულები "რეალში": 0
შეფასება: წარუმატებელი
რუუდ ვან ნისტელროი (2006)
წინა კლუბი: "მანჩესტერი"
გადახდილი თანხა: 10,2 მილიონი
მატჩები "რეალში": 96
ტიტულები "რეალში": 2
შეფასება: წარმატებული
ხოსე ანტონიო რეიესი (2006)
წინა კლუბი: "არსენალი"
გადახდილი თანხა: (იჯარა)
მატჩები "რეალში": 38
ტიტულები "რეალში": 1
შეფასება: წარმატებული
გაბრიელ ჰაინცი (2007)
წინა კლუბი: "მანჩესტერი"
გადახდილი თანხა: 8 მილიონი
მატჩები "რეალში": 48
ტიტულები "რეალში": 1
შეფასება: წარუმატებელი
არიენ რობენი (2007)
წინა კლუბი: "ჩელსი"
გადახდილი თანხა: 25 მილიონი
მატჩები "რეალში": 65
ტიტულები "რეალში": 1
შეფასება: წარმატებული
იეჟი დუდეკი (2007)
წინა კლუბი: "ლივერპული"
გადახდილი თანხა: უფასოდ
მატჩები "რეალში": 15
ტიტულები "რეალში": 2
შეფასება: წარმატებული
ლასანა დიარა (2009)
წინა კლუბი: "პორტსმუთი"
გადახდილი თანხა: 18 მილიონი
მატჩები "რეალში": 117
ტიტულები "რეალში": 2
შეფასება: წარუმატებელი
კრიშტიანუ რონალდუ (2009)
წინა კლუბი: "მანჩესტერი"
გადახდილი თანხა: 80 მილიონი
მატჩები "რეალში": 438
ტიტულები "რეალში": 12
შეფასება: წარმატებული
ხაბი ალონსო (2009)
წინა კლუბი: "ლივერპული"
გადახდილი თანხა: 30 მილიონი
მატჩები "რეალში": 236
ტიტულები "რეალში": 4
შეფასება: წარმატებული
ალვარო არბელოა (2009)
წინა კლუბი: "ლივერპული"
გადახდილი თანხა: 3 მილიონი
მატჩები "რეალში": 238
ტიტულები "რეალში": 7
შეფასება: წარმატებული
რიკარდო კარვალიო (2010)
წინა კლუბი: "ჩელსი"
გადახდილი თანხა: 6,7 მილიონი
მატჩები "რეალში": 77
ტიტულები "რეალში": 2
შეფასება: წარმატებული
ემანუელ ადებაიორი (2011)
წინა კლუბი: "სიტი"
გადახდილი თანხა: (იჯარა)
მატჩები "რეალში": 22
ტიტულები "რეალში": 1
შეფასება: წარმატებული
ლუკა მოდრიჩი (2012)
წინა კლუბი: "ტოტენჰემი"
გადახდილი თანხა: 30
მატჩები "რეალში": 333+
ტიტულები "რეალში": 13
შეფასება: წარმატებული
მაიკლ ესიენი (2012)
წინა კლუბი: "ჩელსი"
გადახდილი თანხა: (იჯარა)
მატჩები "რეალში": 34
ტიტულები "რეალში": 0
შეფასება: წარუმატებელი
გარეთ ბეილი (2013)
წინა კლუბი: "ტოტენჰემი"
გადახდილი თანხა: 85 მილიონი
მატჩები "რეალში": 249+
ტიტულები "რეალში": 11
შეფასება: წარმატებული
ხავიერ ერნანდესი "ჩიჩარიტო" (2014)
წინა კლუბი: "მანჩესტერი"
გადახდილი თანხა: (იჯარა)
მატჩები "რეალში": 33
ტიტულები "რეალში": 0
შეფასება: წარმატებული
ტიბო კურტუა (2018)
წინა კლუბი: "ჩელსი"
გადახდილი თანხა: 35 მილიონი
მატჩები "რეალში": 67+
ტიტულები "რეალში": 1
შეფასება: წარმატებული
ბრაჰიმ დიასი (2019)
წინა კლუბი: "სიტი"
გადახდილი თანხა: 15 მილიონი
მატჩები "რეალში": 18
ტიტულები "რეალში": 0
შეფასება: წარუმატებელი
ედენ აზარი (2019)
წინა კლუბი: "ჩელსი"
გადახდილი თანხა: 88,5 მილიონი
მატჩები "რეალში": 15
ტიტულები "რეალში": 0
შეფასება ედენ აზარის შესახებ არ გვინდა. მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. ბელგიელ შემტევს "მადრიდისტების" გულის მოგება მოუწევს ლაზარეთიდან დაბრუნების შემდეგ...