logo

26/02/2000. ლორენცო სანსის უკანასკნელი ელ კლასიკო

26/02/2000. ლორენცო სანსის უკანასკნელი ელ კლასიკო

2000 წლის 26 თებერვალი. ამ დღეს გუტი პირველად გავიდა მოედანზე ელ კლასიკოში. გარდა ამისა, ეს იყო იკერ კასილასისთვისაც პირველი კლასიკო, ხოლო ლორენცო სანსისთვის – უკანასკნელი...

უკვე მეხუთე წუთზე რობერტო კარლოსმა ანგარიში გახსნა. მეცხრამეტე წუთზე კი გუტის დარტმული მეკარემ უკან გამოაგდო, თუმცა ბურთი ანელკას მიუვიდა და ფრანგმაც ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

ვიდრე ყველა VIP ლოჟაში გადახტებოდა და ლორენცო სანსს ჩაეხუტებოდა, იგი მორიგი სიგარის ანთებას ცდილობდა. მისთვის ეს კლასიკო "რეალის" საპრეზიდენტო სავარძელში უკანასკნელი იყო.

"რეალმა" დაძაბული შეხვედრა 3:0 მოიგო. რაულის გოლით ყველაფერი სრულდებოდა. თამაშის ბოლოს გუტიმ ბურთი დაკარგა და პუიოლს ფეხებში ჩაუსრიალდა, რის გამოც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი აპლოდისმენტების ფონზე დატოვა. "რეალი", რომელიც 2 თვით ადრე გასავარდნ ზონასთან იყო ახლოს, მეორე ადგილზე გადავიდა და წინ მხოლოდ "დეპორტივო" იყო.

"ბარსელონა" სანტიაგო ბერნაბეუს წაშლილი ტოვებდა. მწვრთნელის ვარგისიანობის შესახებ მათ გულშემატკივრებს შეკითხვები ჰქონდათ. გაუფასურებული ფეხბურთელების ჯგუფმა სახე და ბრძოლის სურვილი დაკარგა.

2020 წლის 21 მარტს ლორენცო სანსი კორონავირუსით გარდაიცვალა. მადრიდის "რეალმა" მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა 1998 და 2000 წლებში, რომელიც კლუბს 1966 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. 


1 თვის წინ
179 / 0
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "რეალს" ყველაზე მეტად გაძლიერება იანვრის სატრანსფერო ბაზარზე?

მეკარის
დაცვის
ნახევარდაცვის
თავდასხმის
სულ პასუხები: 719
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ