logo

"რეალის" აკადემიის 20 ყველაზე პერსპექტიული მოთამაშე

"რეალის" აკადემიის 20 ყველაზე პერსპექტიული მოთამაშე

მადრიდის "რელის" აკადემია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია ევროპაში მომავალი ვარსკვლავების შექმნაში.

გზა საკმაოდ გრძელია და არც ვარდებითაა მოფენილი. ფეხბურთელებმა უნდა გაიარონ სხვადასხვა ასაკობრივი გუნდები, შემდეგ კი რაულ გონსალესის "კასტილიაში" და საბოლოოდ ზინედინ ზიდანის პირველ გუნდში მოხვდნენ.

"Marca"-მ ხაზი გაუსვა 20 ფეხბურთელს, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ კლუბებში ასპარეზობენ და მომავალში თავიანთი პოტენციალით ბევრს მიაღწევენ. 

"ალევინ B" – 11 წლამდელები

მატეო პოზო (2009): მატეო გუნდის კაპიტანია. ძალიან ძლიერი და მოძრავი ნახევარმცველი, რომელსაც შესანიშნავი დარტყმა აქვს. ის გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირიცაა. 

"ალევინ A" – 12 წლამდელები

ლუკას მურიანო (2008): სანამ კორონავირუსი ფეხბურთს შეაჩერებდა, ლუკასმა "ატლეტიკოს" მარცხენა ფლანგიდან 2 გოლი გაუტანა. გამოცდილი ბომბარდირია და პრინციპულ მეტოქეებზე დაგეშილი.

"ინფანტილ B" – 13 წლამდელები

ალვარო გონსალესი (2007): მეკარე, რომლის სიმაღლეც უკვე 172 სანტიმეტრია. მას ადარებენ "რეალის" ყოფილ კარის დარაჯს ანტონიო ადანს.

კარლოს დიესი (2007): გუნდის კაპიტანი. შარშან "La Liga Promises"-ის შეჯიბრში საუკეთესო მოთამაშე გახდა. კარგად ურთიერთობს ბურთთან და აქვს ძლიერი ხასიათი. ხაბი ალონსო თვლის, რომ მას ნათელი მომავალი უჩანს.

პაულო იაგო (2007): შემტევი ნახევარმცველი. ამჯობინებს მარცხნივ თამაშს. ყველაზე მეტად მას ბრწყინვალე დრიბლინგი გამოარჩევს. "La Factory"-ს ერთ-ერთი მარგალიტია.

ხოსე ანტონიო რეიეს უმცროსი (2007): გარდაცვლილი ხოსე ანტონიო რეიესის ვაჟი. არის სწრაფი, ძლიერი ფორვარდი. დეკემბერში ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი იყო. ფინალში 4 გოლი გაიტანა.

"ინფანტილ A" – 14 წლამდელები

ალეხანდრო მარტინი (2006): მარჯვენა შემტევი. გამოირჩევა სიჩქარით, ძალით და დრიბლინგით.

"კადეტი B" – 15 წლამდელები

იკერ ჰილი (2005): მისი გატანილი გოლების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ესპანეთის ასაკობრივი გუნდის კაპიტანია.

"კადეტი A" – 16 წლამდელები

ნიკოლას პაზი (2004): ყოფილი ფეხბურთელის პაბლი პაზის ვაჟი. იგი არის ელეგანტური ნახევარმცველი და შედარებულია გუტისთან.

აბრაამ ნობრეგა (2004): თამაშობდა "ატლეტიკოში" და "ხეტაფეში". ბუნებით არის ბომბარდირი. მისი სიმაღლე უკვე შთამბეჭდავია, 180 სანტიმეტრი.

"ჰუვენილ C" – 17 წლამდელები

ბრუნო იგლესიასი (2003): ამბობენ, რომ ის აკადემიის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია. ნახევარმცველმა იცის, როგორ გაუმკლავდეს ბურთს და აქვს კარგი სიჩქარე. მას ასევე უყვარს გოლების გატანა და მეორე საუკეთესო ბომბარდირია ჩემპიონატში. 

ტაკუჰირო ნაკაი "პიპი" (2003): მას აქვს მოედნის ბრწყინვალე ხედვა და აღმავლობის კიბეზე სულ უფრო სწრაფად იტოვებს უკან საფეხურებს. იაპონელი ფეხბურთელი მეექვსე წელია "ლა კასა ბლანკაშია" და კვლავ პროგრესირებს.

ისრაელ სალაზარი (2003): ფორვარდი ძალიან სახელგანთქმულია ჩემპიონატში და ნაკრებში. იგი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია.

"ჰუვენილ B" – 18 წლამდელები

ლუკას კანიზარესი (2002): მადრიდის "რეალის" ყოფილი მეკარის სანტიაგოს ვაჟი. იგი საიმედო და ავტორიტეტული ფიგურაა. გამოძახებული იყო "კასტილიაშიც". 

ალვარო კერილო (2002): ცენტრალური მცველი, რომელიც გუნდის დაცვის უდავო ლიდერია. გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის 17 წლამდელთა განაცხადშიც მოხვდა. 

"ჰუვენილ A" – 19 წლამდელები

მიგელ გუტიერესი (2001): გუნდის კაპიტანი. მარცხენა ფლანგიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე. ფიზიკურად ძლიერია და აქვს კარგი დარტყმა. უკვე ჰქონდა შეხება პირველ გუნდთანაც.

ივან მორანტი (2001): ცენტრალური ნახევარმცველი "ლა ფაბრიკაში" მხოლოდ იანვარში მოხვდა "ვილიარეალიდან". ის მომავალ სეზონს "კასტილიაში" გაატარებს. 

სერხიო არიბასი (2001): ძალიან სწრაფი შემტევი ნახევარმცველი, რომელიც საკმაოდ ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს. ხშირად ადარებენ დავიდ სილვას. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

"კასტილია" – სეგუნდა B

ანტონიო ბლანკო (2000): ნახევარმცველი ცნობილია თამაშის წაკითხვით, სიზუსტით და გრძელი დარტყმებით. ის ყოველთვის ლიდერი იყო და არის ევროპის ორგზის ჩემპიონი ესპანეთის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებთან ერთად.

მიგელ ბაეზი (2000): "კასტილიის" საუკეთესო ბომბარდირი მიმდინარე სეზონში. გამოირჩევა თანაგუნდელების დახმარების უნარით.

როგორც ხედავთ, მადრიდის "რეალმა" თავის ქარხანაში დიდი ტალანტები შეკრიბა და სამომავლოდ "ლოს ბლანკოსის" დიდებას არაფერი ემუქრება.

6 თვის წინ
1077 / 0
poll გამოკითხვა

ვინ არის 2019/20 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?

ბენზემა
ვალვერდე
რამოსი
კროოსი
კურტუა
სხვა
სულ პასუხები: 1174
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ოდეგორი, აზარი.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ