logo

სებალიოსს "არსენალში" ყოფნას "ბეტისში" წასვლა ურჩევნია

სებალიოსს "არსენალში" ყოფნას "ბეტისში" წასვლა ურჩევნია

მოგეხსენებათ, დანი სებალიოსი მადრიდის "რეალიდან" იჯარით ლონდონის "არსენალში" იმყოფება. ინგლისურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვს. ფეხბურთელი არც ზიდანის გეგმებში შედის.

"Estadio Deportivo"-ს ცნობით, 23 წლის ნახევარმცველს ურჩევნია თავის ძველ კლუბში "ბეტისში" დაბრუნდეს. 

"რეალში" ზიდანის განკარგულებაში ხამეს როდრიგესი და მარტინ ოდეგარი არიან. "არსენალმაც" უკვე დაიწყო დანის პოტენციური შემცვლელის ძიება. 

"მეზარბაზნეთა" რიგებში სებალიოსმა 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

"ლოს ბლანკოსმა" ფეხბურთელი 2017 წელს შეიძინა "ბეტისიდან". ფლორენტინო პერესს ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდა.

5 თვის წინ
254 / 0
poll გამოკითხვა

ვინ არის 2019/20 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?

ბენზემა
ვალვერდე
რამოსი
კროოსი
კურტუა
სხვა
სულ პასუხები: 596
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ისკო, აზარი.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ