logo

კარლო ანჩელოტიმ ოცნების თერთმეტეული დაასახელა

კარლო ანჩელოტიმ ოცნების თერთმეტეული დაასახელა

საყოველთაო კარანტინის ჟამს სპორტული ჟურნალისტები ახალი საქმით დაკავდნენ. 

საფეხბურთო მიმომხილველები ევროპის ყველაზე ძლიერ მწვრთნელებს იმ მოთამაშეებისგან, რომელთან ერთადაც უმუშავიათ, ოცნების გუნდის დასახელებას თხოვენ.

თავისი საოცნებო თერთმეტეულის ჩამოთვლა "რეალის" ყოფილ მთავარ მწვრთნელსაც კარლო ანჩელოტისაც მოუხდა.

კარლომ ფეხბურთელები "პარმადან", "იუვენტუსიდან", "მილანიდან", "ჩელსიდან" და "პარი სენ-ჟერმენიდან" აირჩია.

მიუხედავად იმისა, რომ ანჩელოტის დიდი წარმატებები ჰქონდა "რეალთან" და "ბაიერნთან" ერთად, მან ამ გუნდებიდან მოთამაშეები ოცნების გუნდისთვის არ დაასახელა.

კარლო ანჩელოტის თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი ("პარმა")

მცველები: კაფუ, პაოლო მალდინი ("მილანი"), ტიაგო სილვა ("პსჟ"), ჯონ ტერი ("ჩელსი")

ნახევარმცველები: ზინედინ ზიდანი ("იუვენტუსი"), ანდრეა პირლო, კაკა ("მილანი"), ფრენკ ლამპარდი ("ჩელსი")

ფორვარდები: ანდრეი შევჩენკო ("მილანი"), ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("პსჟ")


2 თვის წინ
2900 / 0
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "რეალს" ყველაზე მეტად გაძლიერება იანვრის სატრანსფერო ბაზარზე?

მეკარის
დაცვის
ნახევარდაცვის
თავდასხმის
სულ პასუხები: 719
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ