logo

5 მიზეზი, რატომაც „რეალმა“ კარიმ ბენზემას ალტერნატივა უნდა იყიდოს

5 მიზეზი, რატომაც „რეალმა“ კარიმ ბენზემას ალტერნატივა უნდა იყიდოს

ფაქტია, რომ მადრიდის „რეალმა“ კარიმ ბენზემას ღირსეული შემცვლელი უნდა იპოვოს. გუნდს ამის მცდელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ჰქონდა, როცა ლუკა იოვიჩი იყიდა, თუმცა 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერმა კრახი განიცადა. 

ცნობილმა მადრიდულმა გამოცემამ, Marca-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ის 5 მიზეზია დასახელებული, რატომაც ფლორენტინო პერესის გუნდი ახალ ფორვარდს საჭიროებს.

1. ლუკა იოვიჩის ტრანსფერის ჩავარდნა

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ლუკა იოვიჩის „სამეფო კლუბში“ ტრანსფერმა ვერ გაამართლა. სერბმა ფორვარდმა ზინედინ ზიდანის მოცემული ვერცერთი შანსი გამოიყენა,ხოლო გუნდის მესამე ფორვარდი, მარიანო დიაზი ზიზუსგან სათამაშო დროს ვერ იღებს. შესაბამისად, ბენზემა კვლავ გუნდის მთავარი ფორვარდია.

2. ბენზემას დასვენების საშუალება არ ეძლევა

კარიმს მიმდინარე სეზონში გუნდის 39 ოფიციალური მატჩიდან 36-ში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის სეზონის სტარტზე დამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა ტრავმის შემდეგ, 32 წლის ფეხბურთელმა ფორმის დაბრუნება ვეღარ შეძლო. ამავდროულად, მისი ასაკიდან გამომდინარე, მსგავსი დატვირთვა მიზანშეწონილი არ არის.

3. გუნდს მთავარი გოლეადორი აკლია

ბენზემას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 14 გოლია ლა ლიგაში, 4 ჩემპიონთა ლიგაზე და 1-ც თასზე. გუნდს აკლია მთავარი გოლეადორი, რომელიც მთლიანი სეზონის განმავლობაში სტაბილურად გამოიყურება, რაც „სამეფო კლუბს“ კრიშტიანუ რონალდუს გადასვლის შემდეგ ნამდვილად აკლია.

4. მომავალი

ფრანგ ფეხბურთელი მაღალ დონეზე თამაშს დიდ ხანს ვეღარ შეძლებს. ის უკვე 32 წლისაა, ხოლო ფლორენტინო პერესმა იცის, რომ მადრიდელებს ახალგაზრდა ფეხბურთელი სჭირდება. დიდი ალბათობით, იოვიჩის ტრანსფერი სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შედგა, თუმცა ჯერჯერობით, ის მასზე გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს.

5. სხვა პროფილის მოთამაშე

კარიმი მართლაც პროდუქტიულია, თუმცა არა როგორც გოლეადორად-მას კარგად შეუძლია სივრცეების გახსნა და ასისტების გაკეთება, რასაც კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად კარგადაც ართმევდა თავს. „რეალს“ კვლავ ასეთი ფეხბურთელი სჭირდება, რომელიც გოლზე იქნება დაგეშლილი.

6 დღის წინ
165 / 0
ლუკა ბერიძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "რეალს" ყველაზე მეტად გაძლიერება იანვრის სატრანსფერო ბაზარზე?

მეკარის
დაცვის
ნახევარდაცვის
თავდასხმის
სულ პასუხები: 598
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ