logo

რონალდო ნაზარიოს თანაგუნდელი ვიქნებოდი-ბლიც ინტერვიუ ტიბო კურტუასთან

რონალდო ნაზარიოს თანაგუნდელი ვიქნებოდი-ბლიც ინტერვიუ ტიბო კურტუასთან

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა, ტიბო კურტუამ, ცნობილ მადრიდულ გამოცემას, Marca-ს ბლიც ინტერვიუ მისცა, სადაც ბევრ ძალიან საინტერესო კითხვას გასცა პასუხი.

რომელი ფერის ფორმა, ყვითელი თუ მწვანე?

-მწვანე

რომელი უფრო მხიარულია, დიეგო კოშტა თუ ედენ აზარი?

-დიეგო კოშტა

როგორი შეგრძნება იყო მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარის წოდება?

-საოცარი, თუმცა ინდივიდუალურ ტიტულს გუნდურ მიღწევას ვამჯობინებ.

რომელია საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთანაც მაისური გაგიცვლია?

-იკერ კასილასი

რეალის ყველზე სწრაფი ფეხბურთელი?

-ვინისიუს ჯუნიორი

რომელი ფეხბურთელის გუნდელი იქნებოდი, ვისაც კარიერა აქვს დასრულებული?

-რონალდო ნაზარიოს.

შენი საყვარელი ანიმაცია?

-პოკემონი და სპანჯბობი.

შენი საყვარელი სპორტსმენი? (ფეხბურთელების გარდა)

-როჯერ ფედერერი

შენი საყვარელი სპორტი, ფეხბურთის გამოკლებით?

-კალათბურთი

შენი საყვარელი სეივი?

-2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, ნეიმარის დარტყმული ბურთი.

ლონდონი თუ მადრიდი?

-მადრიდი

შენი საყვარელი ვიდეოთამაში?

-NBA2K ან Formula 1.

როგორ ატარებ დროს კარანტინში?

-ვთამაშობ, ვუყურებ სერიალებს და დროს შვილებთან ერთად ვატარებ.

შენი საყვარელი  მეკარე პატარაობაში?

იკერ კასილასი და ვან დერ საარი.


6 დღის წინ
127 / 0
ლუკა ბერიძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "რეალს" ყველაზე მეტად გაძლიერება იანვრის სატრანსფერო ბაზარზე?

მეკარის
დაცვის
ნახევარდაცვის
თავდასხმის
სულ პასუხები: 598
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ