logo

„იუნაიტედი“ „რეალის“ ნახევარმცველს პოლ პოგბას შემცვლელად მოიაზრებს

„იუნაიტედი“ „რეალის“ ნახევარმცველს პოლ პოგბას შემცვლელად მოიაზრებს

დიდი ალბათობით, პოლ პოგბა ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებს დატოვებს. მისი გადაბირების ყველაზე რეალური კანდიდატები კი მადრიდის „რეალი“ და ტურინის „იუვენტუსი“ არიან. 

„წითელმა ეშმაკებმა“ აქტიურად დაიწყეს ფრანგი ფეხბურთელის შემცვლელის ძებნა. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, მანჩესტერული გრანდი ფედერიკო ვალვერდეს კანდიდატსაც განიხილავს.

შესაძლოა, მხარეებს შორის მოთამაშეების გაცვლაზეც წავიდეს მოლაპარაკებები, თუმცა აღნიშნული რამ ნაკლებ სავარაუდოა, რადგან „სამეფო კლუბი“ 21 წლის ურუგვაელს გუნდის მომავლად მოიაზრებს. 

შესაბამისად, ვალვერდეს ინგლისსში გადაბარგება თითქმის შეუძლებლად მოჩანს, ხოლო „იუნაიტედი“ პოგბას სხვა ალტერნატივებად ჯეიმს მედისონს და ჯეკ გრეილიშს განიხილავს.

1 კვირის წინ
578 / 0
ლუკა ბერიძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "რეალს" ყველაზე მეტად გაძლიერება იანვრის სატრანსფერო ბაზარზე?

მეკარის
დაცვის
ნახევარდაცვის
თავდასხმის
სულ პასუხები: 598
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ