logo

დავიდ ალაბას კარიერის გაგრძელება „რეალში“ სურს

დავიდ ალაბას კარიერის გაგრძელება „რეალში“ სურს

მიუნხენის „ბაიერნის“ განაპირა მცველს, დავიდ ალაბას, კარიერის გაგრძელება ლა ლიგაში სურს. 

27 წლის განაპირა მცველის გადაბირებით ერთბაშად 3 გუნდია დაინტერესებული- „მანჩესტერ სიტი“, კატალონიის „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრიელ ფეხბურთელს პრემიერლიგაში გადაბარგება არ სურს. 

ალაბა საბოლოო არჩევანს ლა ლიგის ორ გრანდს შორის გააკეთებს, თუმცა როგორც ჩანს, უფრო პრიორიტეტული „სამეფო კლუბის“ კანდიდატურაა. 

ავსტრიელ ფეხბურთელს გუნდთან არსებული კონტრაქტი 2021 წელს უმთავრდება და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ის „რეკორდმაისტერს“ დატოვებს.


1 კვირის წინ
119 / 0
ლუკა ბერიძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "რეალს" ყველაზე მეტად გაძლიერება იანვრის სატრანსფერო ბაზარზე?

მეკარის
დაცვის
ნახევარდაცვის
თავდასხმის
სულ პასუხები: 598
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ