logo

ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერების სიაში 4 მადრიდისტაა

ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერების სიაში 4 მადრიდისტაა

CIES-მა (The International Football Observatory) 50 ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერის სია გამოაქვეყნა. სასიამოვნოა, რომ ამ სიაში 4 მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი მოხვდა.

საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ როდრიგო და ვინისიუს ჯუნიორი. ისინი სიის მეოთხე და მეხუთე ადგილებს იკავებენ. ბრაზილიელი ფეხბურთელების ფასი 88.9 და 73.9 მილიონი ევროა.

შედარებით ქვევით გვევლინებიან ტაკეფუსა კუბო და რეინიერი. იაპონელი ფეხბურთელის ღირებულება 41.2 მილიონს შეადგენს (მე-13 ადგილი), ხოლო რეინიერი 12.7 მილიონადაა შეფასებული (29-ე ადგილი).

სიის სათავეში „დორტმუნდის“ ფეხბურთელი ჯეიდონ სანჩოა (198 მილიონი). TOP 5 კი ასე გამოიყურება:

2. ერლინგ ჰოლანდი (101 მილიონი).

3. როდრიგო (88.9 მილიონი)

4. ვინისიუს ჯუნიორი (73.9 მილიონი)

5. კალუმ ჰოდსონ-ოდოი (72.3 მილიონი).

1 კვირის წინ
1244 / 0
ლუკა ბერიძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "რეალს" ყველაზე მეტად გაძლიერება იანვრის სატრანსფერო ბაზარზე?

მეკარის
დაცვის
ნახევარდაცვის
თავდასხმის
სულ პასუხები: 598
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ