logo

ზიდანის 3 ფავორიტი და 5 დაჩაგრული მოთამაშე

ზიდანის 3 ფავორიტი და 5 დაჩაგრული მოთამაშე

თითქმის 4 სეზონია, რაც ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალს“ სათავეში უდგას. ბუნებრივია, მასაც, როგორც სხვა მწვრთნელების უმრავლესობას, ყავს საკუტარი ფავორიტი და ათვალწუნებული მოთამაშეები.

ფავორიტები:


1. ფედერიკო ვალვერდე

ახალგაზრდა ფეხბურთელმა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში თავი მიმდინარე სეზონში დაიმკვიდრა და მალევე იქცა მნიშვნელოვან ფიგურად. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მადრიდის „ატლეტიკოსთან“ სუპერთასის ფინალში და კატალონიის „ბარსელონასთან“ მოგებულ ელ-კლასიკოში (2-0).


2. ფერლან მენდი

ფრანგი ფეხბურთელი „სამეფო კლუბმა“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ სოლიდურ თანხად შეიძინა. ზიდანი ახალგაზრდა განაპირა მცველს მარსელოს შემცვლელად განიხილავს, თუმცა ფაქტია, რომ ის გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს. ბოლო 2 მატჩში (ლა ლიგა) სადაც მან ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, გუნდმა შესაძლო 6 ქულიდან მხოლოდ 1 მოიპოვა, მენდი კი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ფიგურა იყო გუნდში.


3. ვინისიუს ჯუნიორი

ახალგაზრდა ფეხბურთელს „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში უკვე 59 ძირითადი შემადგენლობიდან დაწყებული მატჩი დაუგროვდა. მან თებერვლის თვეში საკმაოდ დამაჯერებელი მატჩები ჩაატარა და ერთ-ერთი უცხოური გამოცემის მიხედვით ( Futbol Mahou) თვის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

დაჩაგრულები

1. მარსელო

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, ბრაზილიელი ფეხბურთელი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო, მიმდინარე სეზონში ვეტერანი მოთამაშის როლი ნელ-ნელა უფრო მცირდება. მარსელოს ანგარიშზე მხოლოდ 15 ძირითადი შემადგენლობიდან დაწყებული მატჩია, ხოლო ამ დროში გუნდმა 16 გოლი გაუშვა.

2. როდრიგო

ზინედინ ზიდანის შავ სიაში ერთ-ერთი მოწინავე პოზიციები როდრიგოს უკავია. ფრანგმა სპეცეალისტმა ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი მეორე გუნდში, „კასტილიაში“ დააქვეითა. B გუნდში როდრიგო ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, თუმცა მთავარ გუნდში გამოჩენის შანსი კვლავ არ აქვს.

3. ლუკა იოვიჩი

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის ერთ-ერთი მთავარი შენაძენი ლუკა იოვიჩი იყო, რომლის ტრანსფერმა აშკარა კრახი განიცადა. 24 წლის ფეხბურთელმა ძირითადი შემადგენლობიდან კარიმ ბენზემას ამოგდება ვერ შეძლო, ხოლო მიცემული შანსები ვერ გამოიყენა- სერბ ფორვარდს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 გოლი აქვს.

,,გულწრფელად რომ ვთქვა, მიმდინარე სეზონით კმაყოფილი არ ვარ.  მე შემიძლია ვიყო იმაზე უკეთესი, ვიდრე ახლა. ვუყურებ წინა სეზონის ვიდეოებს და ჩემს თავს ვეკითხები- რა დამემართა?"

4. ხამეს როდრიგესი

ხამესი გუნდში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც იჯარის წესით ყოფნისას მიუხენის „ბაიერნში“ გამოიჩინა თავი. მიუხედავად ამისა, ზიზუ კოლუმბიელ ფეხბურთელს მაინც არ წყალობს. გუნდში სერიოზული ტრავმიანობაა, თუმცა ამის ფონზეც კი მას თავის გამოჩენის საშუალება არ ეძლევა.

5. ლუკას ვასკესი

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ლუკას ვასკესი ზიზუს ერთ-ერთი ფავორიტი იყო, მიმდინარე სეზონში ესპანელი ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკით აღარ ნებივრდება.  14 მატჩში მან მხოლოდ 2 გოლისა და 2 გადაცემის გაკეთება შეძლო. მას ზაფხულში რამდენიმე შეთავაზება ჰქონდა, თუმცა ბერნაბეუზე დარჩა, რაც როგორც ჩანს, არასწორი გადაწყვეტილება იყო.

1 კვირის წინ
3420 / 0
ლუკა ბერიძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "რეალს" ყველაზე მეტად გაძლიერება იანვრის სატრანსფერო ბაზარზე?

მეკარის
დაცვის
ნახევარდაცვის
თავდასხმის
სულ პასუხები: 598
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ