logo

ოფიციალურად: "რეალი" ლა ლიგის ჩემპიონია

ოფიციალურად: "რეალი" ლა ლიგის ჩემპიონია

მოგეხსენებათ, 2 დღის წინ სტარტი აიღო ლა ლიგის ჩემპიონატმა კომპიუტერულ თამაშ FIFA 20-ში, სადაც მონაწილეობას უმაღლესი ლიგის ოცივე გუნდის თითო წარმომადგენელი იღებს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, მადრიდის "რეალის" მხრიდან მონაწილეობას მარკო ასენსიო იღებდა. ახალგაზრდა ესპანელმა ტურნირი ტრიუმფით დაასრულა.

ასენსიომ 1/8 ფინალში "გრანადას" ფეხბურთელს, ხოსე მარტინესს სძლია. 1/4 ფინალში "ვილიარეალის" წარმომადგენელი, მანუ მორალესი დაამარცხა, 1/2 ფინალში კი - "ეიბარის" ედუ ექსპოსიტო.

ფინალურ მატჩში მარკო "ლეგანესის" ფეხბურთელს, რუიბალ გარსიას დაუპირისპირდა და მარტივად, ანგარიშით 4:2 დაამარცხა რითაც ტურნირის გამარჯვებული გახდა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი ლა ლიგის მიერ იყო ორგანიზებული და ის საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა კორონავირუსთან საბრძოლველად.

1 კვირის წინ
13373 / 0
RAMOS
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "რეალს" ყველაზე მეტად გაძლიერება იანვრის სატრანსფერო ბაზარზე?

მეკარის
დაცვის
ნახევარდაცვის
თავდასხმის
სულ პასუხები: 598
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ