კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის "რეალში" თამაშის დროს კონკურენტი ლიონელ მესის ანაზღაურების გაგებას ცდილობდა, იუწყება El Mundo.
წყაროს ცნობით, ერთხელ რონალდუმ "ბარსელონას" მაშინდელი პრეზიდენტის ხოსეპ ბარტომეუსგან მესის ხელფასის გარკვევა სცადა.
"ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ორჯერ მეტია, ვიდრე რეალი გიხდით", - უპასუხა ბარტომეუმ რონალდუს, წყაროს ცნობით.
ამ ფაქტიდან მალევე, პორტუგალიელი ვარსკვლავი მადრიდის "რეალიდან" ტურინის "იუვენტუსში" გადავიდა.