"რეალის" ფეხბურთელები, რომლებიც მადრიდულ დერბის გამოტოვებენ

"რეალის" ფეხბურთელები, რომლებიც მადრიდულ დერბის გამოტოვებენ

დღეს, ცნობილმა გამოცემა "DiarioAS"-მა მადრიდის "რეალის" შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, მომავალ მადრიდულ დერბის "ბლანკოსის" ოთხი ფეხბურთელი გამოტოვებს.

საუბარია ორელიენ ჩუამენიზე, ლუკას ვასკესზე, დანი კარვახალსა და ედენ აზარზე, რომლებიც მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ.

სასიხარულო ამბავი ისაა, რომ "სამეფო გუნდს" დავიდ ალაბა დაუბრუნდა, რომელმაც გუნდური ვარჯიში წარმატებით ჩაამთავრა.

აქვე გეტყვვით, რომ ზემოთხსენებული შეხვედრა 26 იანვარს, ჩვენი დროით 23:55 საათზე დაიწყება.

3 დღის წინ
209 / 0
Nika