დღეს, გამოცემა "Okaz"-მა მადრიდის "რეალის" შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
წყაროს ცნობით, "ალ-ნასრმა" "სამეფო გუნდის" ფეხბურთელს მაცდური შეთავაზება გაუკეთა.
როგორც იწერება, არაბულ კლუბს "ბლანკოსის" ნახევარმცველის ლუკა მოდრიჩის დამატება სურს.
გავრცელებული ინფორმაციით, არაბები მზად არიან ხორვატს სეზონში 40 მილიონი ევრო გადაუხადონ და 2 წელიწადნახევრიანი კონტრაქტი შესთავაზონ.
რაც შეეხება "რეალის" პოზიციას, მადრიდელებს მოდრიჩის გაშევება არ სურთ და მისთვის ახალ, მინიმუმ 1 წლიან ხელშეკრულებას ამზადებენ.
აქვე გეტყვით, რომ 37 წლის ვეტერან მოთამაშეს "ბლანკოსთან" ამჟამინდელი კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში უმთავრდება.