"ატლეტიკოს" დანაკლისი დერბის წინ - ვინ გამოაკლდა "როხი ბლანკოს"

"ატლეტიკოს" დანაკლისი დერბის წინ - ვინ გამოაკლდა "როხი ბლანკოს"

რამდენიმე დღეში, მადრიდის "რეალი" მიმდინარე სეზონის კოპა დელ რეის 1/4 ფინალში მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვდება.

ამ შეხვედრის წინ, "სამეფო გუნდის" მოწინააღმდეგეზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც მედიაში წერენ, "როხი ბლანკოს" წლის პირველ მადრიდულ დერბიში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება.

საუბარია მარკოს ლორენტეზე, რომელიც ზემოთხსენებულ დაპირისპირებას კუნთის ტრავმის გამო გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ "რეალისა" და "ატლეტიკოს" თამაში 26 იანვარს, ჩვენი დროით 23:55 საათზე დაიწყება.

3 დღის წინ
160 / 0
Nika