იქნება თუ არა ალაბა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ - ახალი ცნობები

იქნება თუ არა ალაბა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ - ახალი ცნობები

როგორც მოგეხსენებათ, კოპა დელ რეის 1/4 ფინალში "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" დაპირისპირებას ვიხილავთ.

მადრიდულ დერბიში, "ბლანკოსის" ცენტრალური მცველის დავიდ ალაბას თამაში ეჭვქვეშ დგას.

ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილმა გამოცემა "Marca"-მ ახალი ცნობები გაავრცელა.

წყაროს ინფორმაციით, ავსტრიელი ფეხბურთელი აღნიშნულ დაპირისპირებაში სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს.

როგორც იწერება, იგი თავს კარგად გრძნობს და გუნდური ვარჯიშიც წარმატებით ჩაამთავრა.

აქვე გეტყვით, რომ 2023 წლის პირველ მადრიდულ დერბის 26 იანვარს ვიხილავთ.

3 დღის წინ
108 / 0
Nika