ანჩელოტი: "რონალდუ რომ რეალში მყავდეს, მას ასე გამოვიყენებდი"

ანჩელოტი: "რონალდუ რომ რეალში მყავდეს, მას ასე გამოვიყენებდი"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

ლეგენდარული სპეციალისტის თქმით, ის რონალდუს უფრო მეტად დატვირთავდა შეტევაში და არ დაავალებდა მას დაცვაში სირბილს,

"მე რომ რონალდუ ჩემს გუნდში მყავდეს, მას სხვანაირად გამოვიყენებდი. შევისწავლიდი, თუ როგორ მივაწოდოთ მას ბურთი უფრო ხშირად და უკან სირბილით მას არ დავტვირთავდი.

ასეთივე ფეხბურთელი არის იბრა. ორი ტიპის ფეხბურთელები არსებობენ, ერთ მათგანს მატჩის ბედის შეცვლა შეუძლია, ხოლო მეორემ მთელი მატჩი უნდა ირბინოს", - განაცხადა ანჩელოტიმ.

4 დღის წინ
1292 / 0
Nika