ახალი კონტრაქტი 2 ფეხბურთელს - ვისი დარჩენა სურთ მადრიდელებს

ახალი კონტრაქტი 2 ფეხბურთელს - ვისი დარჩენა სურთ მადრიდელებს

ცნობილმა გამოცემა "Relevo"-მ მადრიდის "რეალის" შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც ირკვევა, მადრიდელებმა ორი მოთამაშისთვის ახალი კონტრაქტები გაამზადეს.

წყაროს ცნობით, "თეთრებს" ტონი კროოსის და ლუკა მოდრიჩის კლუბში დარჩენა სურთ და მათთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას გეგმავენ.

სავარაუდოა, რომ ლუკა "სამეფო გუნდის" წინადადებას დათანხმდება, თუმცა გერმანელის მომავალი ჯერჯერობით გარკვეული არ არის.

აქვე გეტყვით, რომ ორივე მათგანს "რეალთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში უმთავრდება.

4 დღის წინ
253 / 0
Nika