გუშინ, მადრიდის "რეალი" ლა ლიგის ეგიდით ატლეტიკ "ბილბაოს" შეხვდა და "სან მამესზე" გამარჯვება მოიპოვა.
ამ დაპირისპირების შემდეგ, "ბლანკოსის" ნახევარმცველმა დანი სებალიოსმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"კონტრაქტის ამოწურვამდე 4 თვე დამრჩა, ამიტომ თავდაუზოგავად უნდა ვიბრძოლო. წინ ბევრი თამაშია და მსურს დავამტკიცო, რომ სამეფო გუნდში თამაში შემიძლია.
"რეალზე უკეთესი კლუბი არ არსებობს. აქ დასარჩენად ბევრი უნდა ვიშრომო", - თქვა ესპანელმა.