ახალი ამბავი არ არის, რომ კილიან მბაპე კრიშტიანუ რონალდუს დიდი თაყვანისმცემელია და ყველას კარგად ახსოვს მისი ოთახის ფოტოები, სადაც პორტუგალიელის უამრავი პოსტერი იყო კედლებზე.
კილიანს 2011 წელს, სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერილი პოსტიც "ამოუქექეს", სადაც ის კრიშტანუსა და ლიონელ მესის ადარებს.
"კრიშტიანუ რონალდუ არის უფრო სწრაფი, ფიზიკურად ძლიერი, ლამაზი და უბრალოდ უკეთესი, ვიდრე ლეო მესი", - წერდა სულ პატარა მბაპე.
დღეს კილიანი მესის თანაგუნდელია, თუმცა რონალდუს მიმართ სიყვარული ისევ არ განელებია.