"ზიდანიც ასე ამბობდა, თუმცა ამის შემდეგ..." - რა თქვა მესიმ ზიზუზე

"ზიდანიც ასე ამბობდა, თუმცა ამის შემდეგ..." - რა თქვა მესიმ ზიზუზე

"პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავმა ლეო მესიმ ერთ-ერთ გამოცემასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

არგენტინელ შემტევს ჰკითხეს, აპირებს თუ არა იგი მომავალში მწრთვნელობას, რაზეც მან მადრიდის "რეალის" ყოფილი მწრთვნელის ზინედინ ზიდანის მაგალითი მოიყვანა.

"გავხდები თუ არა მწვრთნელი? ნამდვილად არ ვაპირებ მწვრთნელობას. მაგრამ, ზიდანიც ასე ამბოდა, თუმცა ამის შემდეგ მწვრთნელი გახდა და ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგო." - განაცხადა ლეომ.

შეგახსენებთ, რომ ზიზუ "სამეფო გუნდს" სათავეში ორჯერ ედგა. პირველ შემთხვევაში ფრანგმა სპეციალისტმა "ბლანკოსს" ზედიზედ 3 ევროპული ტურნირი მოაგებინა

5 დღის წინ
1276 / 0
Nika