6-თვიანი იჯარა "არსენალში"?! - რა ცნობები ვრცელდება კამავინგაზე

6-თვიანი იჯარა "არსენალში"?! - რა ცნობები ვრცელდება კამავინგაზე

დღეს, გამოცემა Evening Standard-მა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელზე ედუარდო კამავინგაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველით ლონდონის "არსენალია" დაინტერესებული.

როგორც ირკვევა, "მეთოფეებს" ედუარდოს დამატება სეზონის ბოლომდე, 6-თვიანი იჯარით სურთ.

რაც შეეხება "სამეფო გუნდის" პოზიციას, მადრიდიელები კამავინგას გაყიდვას არ განიხილავენ და მას კლუბის მომავლად მიიჩნევენ.

აქვე გეტყვით, რომ "რეალმა" ედუარდო 2021 წლის ზაფხულში 31 მილიონ ევროდ დაიმატა და "თეთრების" რიგებში ჯამში 66 შეხვედრა ჩაატარა.

5 დღის წინ
168 / 0
Nika