ზიდანი: "დროა, მედია და ქომაგები ამ ფაქტს შეეგუონ"

ზიდანი: "დროა, მედია და ქომაგები ამ ფაქტს შეეგუონ"

როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუს, "ალ-ნასრში" გადასვლამდე არაერთ ევროპულ კლუბს უკვაშირებდნენ.

ბუნებრივია, ამ გუნდებიდან ერთ-ერთი მადრიდის "რეალიც" იყო, თუმცა "თეთრები" ამ ტრასნფერის წინააღმდეგნი აღმოჩნდნენ.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის სამეფო კლუბში დაბრუნება ნებისმიერი ქომაგისთვის სასიხარულო იქნება, თუმცა უნდა გავიხსენოთ "ბლანკოსის "ყოფილი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის განცხადებაც, როდესაც ის ჯერ კიდევ გუნდის სათავეში იდგა.

"რონალდუსა და მისი "რეალის" ეპოქა დასრულდა და დროა, როგორც მედია, ასევე გულშემატკივრები ამ ფაქტს ერთბაშად შეეგუონ, მუდამ წარსულზე ფიქრი კარგს არაფერს მოგვიტანს."

"ამიტომაც დიახ, კრიშტიანუ არ გვაკლია.", - განაცხადა ზიდანმა.

1 კვირის წინ
5793 / 0
Nika