მას რონალდუც დაუკავშირდა! - "ალ-ნასრი" "რეალის" ყოფილ მოთამაშეს იმატებს

მას რონალდუც დაუკავშირდა! - "ალ-ნასრი" "რეალის" ყოფილ მოთამაშეს იმატებს

"ალ-ნასრი" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, კიდევ ერთი დიდი სახელის დამატებას უახლოვდება.

ნიკოლო შირას ინფორმაციით, კლუბი მუდმივ კონტაქტზეა "პარი სენ-ჟერმენთან", კეილორ ნავასის შესაძლო ტრანსფერზე.

თავად მოთამაშეს რონალდუც დაუკავშირდა და არაბული კლუბის შესახებ უამბო, რისი დახმარებითაც ტრანსფერში დაარწმუნა.

ნავასი მზად არის კარიერა ევროპის მიღმა გააგრძელოს, ახლა კი მთავარია "პსჟ" და "ალ-ნასრი" სატრანსფერო ფასზე შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ კოსტა რიკელი მეკარე წლების განმავლობაში მადრიდის "რეალში" კრიშტიანუს თანაგუნდელი იყო.

1 კვირის წინ
5857 / 0
Nika