logo

5 ვიდეო "რეალზე", რომელსაც პორნო საიტზე იპოვით

5 ვიდეო "რეალზე", რომელსაც პორნო საიტზე იპოვით

ფეხბურთი მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტი და ეს ყველა ნამდვილმა გულშემატკივარმა იცის. საყვარელი გუნდის წარმატებით გახარებული ქომაგები სიხარულს სხვადასხვაგვარად გამოხატავენ, ზოგჯერ კი უბრალოდ ძალიან სახალისო შედეგებს ვღებულობთ.

ერთ-ერთი საყვარელი მეთოდი, იმის გამოსახატავად თუ რა უქნა ერთმა გუნდმა მეორეს, მატჩის მიმოხილვის პორნო საიტზე განთავსებაა, რასაც ხშირად მიმართავენ.

გთავაზობთ 5 ყველაზე პოპულარულ ვიდეოს პორნო საიტებიდან, რომლებიც "რეალთან" არიან დაკავშირებულნი.

1. "აიაქსი" - "რეალი"

წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ ტრიუმფატორი სამეფო კლუბი გათამაშების მერვედფინალში ამსტერდამის "აიაქსს" გადაეყარა. მადრიდელებმა ნიდერლანდებში 1:2 იმარჯვეს, მაგრამ სანტიაგო ბერნაბეუზე 1:4 განადგურდნენ, რაც საინტერესო სათაურით გამოაქვეყნეს სავარაუდოდ ან "აიაქსის" ფანებმა ან "რეალის" მოძულეებმა.ვიდეო HD ხარისხშია ატვირთული.

2. მშიერი მადრიდისტა

ამ პატარა ვიდეოში ვხედავთ გოგონას, რომელსაც "რეალის" საშინაო მაისური აცვია და ხელში ბანანი უჭირავს. სიუჟეტი უცნაურად ვითარდება... თუ სრულწლოვანი ბრძანდებით, შეგიძლიათ ორიგინალ საიტზე თავად ნახოთ.

3. მადრიდული დერბი

2014 წელს "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ატლეტიკო" 4:1 გაანადგურა. ეს მატჩი ალბათ ყველას გვახსოვს. მაშინ სერხიო რამოსმა მატჩის მიწურულს გაათანაბრა ანგარიში, დამატებით დროში კი "ლოს ბლანკოსმა" მეტოქე აღარ დაინდო. გასაკვირი არაა, რომ ვიდეო აქ აღმოჩნდა. 

4. კრიშტიანუ "ბარსას" წინააღმდეგ 

ნოსტალგია ოხერი რამეა. ყველამ კარგად ვიცით აქ რაც მოხდა, ამიტომ უკომენტაროდ...

5.იტალიელი ბებერი ქალბატონი და ესპანელი მამაკაცები

კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგის ფინალი, კიდევ ერთი დიდი ტრიუმფი და სათაური, რომელიც ძალიან საინტერესო და სახალისოა.


სულ ეს იყო. საფეხბურთო თემატიკის კიდევ უამრავ მასალას შეხვდებით აღნიშნულ და მსგავს ვებ-გვერდებზე, თუმცა "რეალის" შესახებ ამბების გაგება ჩვენთან უკეთესია. ჯანმრთელობას გისურვებთ.





2 კვირის წინ
4093 / 0
ავთანდილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "რეალს" ყველაზე მეტად გაძლიერება იანვრის სატრანსფერო ბაზარზე?

მეკარის
დაცვის
ნახევარდაცვის
თავდასხმის
სულ პასუხები: 599
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ