ის, რაც ბევრს გამორჩა - ფანების აზრით, "რეალის" გოლი არ უნდა ჩათვლილიყო (ფოტო)

ის, რაც ბევრს გამორჩა - ფანების აზრით, "რეალის" გოლი არ უნდა ჩათვლილიყო (ფოტო)

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ესპანეთის სუპერ თასის ფინალი ვიხილეთ, სადაც კატალონიის "ბარსელონამ" მადრიდის "რეალი" დაამარცხა და ტიტულსაც დაეუფლა.

გუნდებს შორის სხვაობა გაცილებით გამანადგურებელი შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ არა "სამეფო კლუბის" მეკარის, ტიბო კურტუას ჩინებული თამაში და კარიმ ბენზემას მიერ შეხვედრის უკანასკნელ წამებზე გატანილი გოლი.

"თეთრებმა" პრესტიჟის გოლი გაიტანეს, თუმცა საინტერესო ისაა, რომ ეს გოლი არ უნდა ჩათვლილიყო.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოში ნათლად ჩანს, რომ "ბლანკოსის" ესპანელი უკანახაზელი, ნაჩო, რომელიც პასიურ თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფება, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ხედვის არეს საგრძნობლად უზღუდავს.

1 კვირის წინ
256 / 0
Nika