"მადრიდისტებმა" "ბარსელონასთან" მატჩისთვის სასურველი XI აირჩიეს

"მადრიდისტებმა" "ბარსელონასთან" მატჩისთვის სასურველი XI აირჩიეს

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ მადრიდის "რეალი" ესპანეთის სუპერ თასის ფინალში კატალონიის "ბარსელონას" შეხვდება.

ამ თამაშის წინ, ედუარდო კამავინგასა და ედერ მილიტაოს თამაში ეჭვქვეშ იდგა, თუმცა კარლო ანჩელოტის თქმით, ისინი უკვე გამოჯანმრთელდნენ და თამაშსაც შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ "სამეფო გუნდს" ორელიენ ჩუმაენი დააკლდება და მას სწორედ ედუარდო შეცვლის.

მატჩამდე, "მადრიდისტებმა" "ელ კლასიკოსთვის" სასურველი შემადგენლობა აირჩიეს.

მეკარე: კურტუა;

მცველები: მენდი, მილიტაო, რუდიგერი, კარრვახალი;

ნახევარმცველები: კროოსი, მოდრიჩი, კამავინგა;

შემტევები: ვინისიუსი, ბენზემა, ვალვერდე.

Image

 

1 კვირის წინ
221 / 0
Nika