100 მილიონი ევრო მზადაა - "პსჟ"-ს "რეალის" ლიდერის ყიდვა სურს

100 მილიონი ევრო მზადაა - "პსჟ"-ს "რეალის" ლიდერის ყიდვა სურს

როგორც იცით, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის ტონი კროოსის კარიერის შესაძლო დასრულებაზე მედიაში ბევრი იწერება.

ვრცელდება ცნობები, რომლის თანახმადაც, გერმანელი სეზონის ბოლოს თავის საფეხბურთო კარიერას ნაადრევად დაასრულებს.

მიუხედავად ამისა, როგორც ესპანური მედია იტყობინება, ზამთარში ტონის შეძენას "პარის სენ-ჟერმენი" ეცდება, რომელმაც ტრანსფერისთვის 100 მილიონი ევრო გაამზადა.

თავად კროოსს კი, მიზნად კარიერის "ბლანკოსში" დასრულება აქვს, რაც სავარაუდოდ 2023 წლის ზაფხულში კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მოხდება.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს ინფორმაცია ჯერ მხოლოდ ჭორის დონეზეა გავრცელებული.

1 თვის წინ
5802 / 0
Malia