ცნობილია - ვის განიხილავს "რეალი" ბელინგემის ალტერნატივად

ცნობილია - ვის განიხილავს "რეალი" ბელინგემის ალტერნატივად

როგორც იცით, მადრიდის "რეალის" მთავარ სამიზნეს ბორუსიას "დორტმუნდის" ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი წარმოადგენს.

მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ინგილისელ ნახევარმცველზე სერიოზული მოთხოვნაა და გარდა "სამეფო გუნდისა", მისი გადაბირება არაერთ ევროპულ გრანდს სურს.

იმ შემთხვევაში, თუ "ბლანკოსი" ბელინგემს სასურველ ფასად ვერ იყიდის, კლუბი სხვა ფეხბურთელის დამატებას ეცდება.

"EL Debate"-ს ინფორმაციით, მადრიდელები ინგლისელის ალტერნატივად ლისაბონის "ბენფიკას" ნახევარმცველს ენცო ფერნანდეს განიხილავენ.

როგორც ირკვევა, მომავალი წლისთვის არგენტინელის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 70-80 მილიონი ევრო იქნება.

აქვე გეტყვით, რომ ენცომ ბოლო 23 შეხვედრაში 3 გოლთან ერთად, 5 საგოლე პასი მიითვალა.

1 თვის წინ
245 / 0
Nika