მადრიდის "რეალის" მთავარმა მწრთვნელმა კარლო ანჩელოტიმ მოახლებულ მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა.
იტალიელ სპეციალისტს მუნდიალის ფავორიტების დასახელება სთხოვეს, რაზეც მან შემდეგი პასუხი გასცა:
"ჩემი აზრით, ბრაზილიასა და საფრანგეთს ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. მათ შემდეგ კი ფავორიტი არგენტინის ნაკრებია, რადგან მათ გუნდში მესი თამაშობს."
"უნდა ვახსენოთ ესპაენეთიც, რომელსაც ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს. ასევე ინგლისი", - განაცხადა კარლომ.