რონალდუმ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა - მოლაპარაკებები აქტიურად იწყება!

რონალდუმ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა - მოლაპარაკებები აქტიურად იწყება!

კრიშტიანუ რონალდუს საგა კიდევ უფრო დრამატული გახდა, რადგან პორტუგალიელი ვარსკვლავი თავისუფალი აგენტი გახდა

ამჯერად, ახალ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Repubblica ავრცელებს და რონალდუს პოტენციურ ნავსაყუდელზე წერს.

წყაროს ინფორმაციით, ჟორჟე მენდეში და "სპორტინგი" რონალდუს შესაძლო ტრანსფერს აქტიურად განიხილავენ.

ამ ტრანსფერზე თანხმობა თავად კრიშტიანუმაც განაცხადა, რადგან "სპორტინგი" მისთვის მშობლიურია და იქ დაბრუნების ვარიანტი ძალიან ხიბლავს.

ჯერჯერობით, მხარეები შეთანხმებისგან შორს არიან, თუმცა მოლაპარაკებები სწორი გზით მიმდინარეობს.

1 თვის წინ
7732 / 0
Nika