"რეალმა" სკაუტები დარაზმა - რას აპირებენ მადრიდელები კვარასთან დაკავშირებით

"რეალმა" სკაუტები დარაზმა - რას აპირებენ მადრიდელები კვარასთან დაკავშირებით

ხვიჩა კვარაცხელიას ბევრი ევროპული კლუბი აკვირდება, - ამ წინადადებით იწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლა სკირას პოსტი ტვიტერზე, საიდანაც ვიგებთ, რომ "ნაპოლის" ფეხბურთელი გრანდების რადარებზე გამოჩნდა.

სკირას ინფორმაციით, უკანასკნელ კვირებში მადრიდის "რეალმა", "ლივერპულმა", ლონდონის "ტოტენჰემმა", ლონდონის "ჩელსიმ" და "მანჩესტერ სიტიმ" 21 წლის გარემარბის მატჩებზე სკაუტები გააგზავნა.

ევროპული ფეხბურთის ტიტანების ინტერესი რეალურია, მაგრამ იტალიელი ჟურნალისტი იქვე აღნიშნავს, რომ "პარტენოპეი" კვარას საკვანძო და ხელშეუხებელ ფეხბურთელად მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩამ "ნაპოლის" მაისური 17 ოფიციალურ შეხვედრაში მოირგო. მისი მონაგარი 8 გოლს, 10 საგოლე გადაცემასა და 2 მოპოვებულ პენალტს შეადგენს.

სხვათა შორის, იტალიური პრესის მიხედვით, ნეაპოლიტანური კლუბი კვარაცხელიას 100 მილიონ ევროდ აფასებს.

1 თვის წინ
7208 / 0
Malia