ალვეში: "ბარსელონაში აღარ ვარ და შემიძლია რონალდუზე ეს უკვე თამამად ვთქვა"

ალვეში: "ბარსელონაში აღარ ვარ და შემიძლია რონალდუზე ეს უკვე თამამად ვთქვა"

დანი ალვეშმა მედიასთან გულწრფელად ისაუბრა და განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელია.

"კრიშტიანუ ძალიან მიყვარს. ახლა, აღარ ვართ ბარსელონასა და რეალში, ამიტომ, როგორც ჩანს, ლაპარაკი შემიძლია, როცა ყოველთვის ისე ჩანდა, რომ არ შემეძლო.

რონალდუ ყველას გვიჩვენებს საუკეთესო მაგალითს, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია. კრიშტიანუ გვიჩვენებს ყველას, ვისაც ამხელა ნიჭი არ გააჩნია, რომ ბრძოლით და შრომით საუკეთესოებთანაც შეგვიძლია ბრძოლა.

როგორ შეიძლება არ ვცემდე პატივს ფეხბურთელს, რომელმაც ყველაფერს უდიდესი შრომით მიაღწია და ამ საქმეში გული და სული ჩადო?

რონალდუ და მესის შედარება? კრიშტიანუსთან საკუთარ თავს ვაკავშირებ, იმიტომ რომ ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში მივაღწიე, დიდი შრომით იყო მოპოვებული.

თუ შედარებაა, მე როგორც ფეხბურთელი უფრო კრიშტიანუსთან ვარ ახლოს, ვიდრე ლეოსთან, იმიტომ რომ ლეო ტალანტად არის დაბადებული", - დასძინა ალვეშმა.

1 თვის წინ
18597 / 0
Malia