ფეხბურთის მეფედ წოდებულმა პელემ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა. აღსანიშნავია, რომ სიაში ერთადერთი აქტიური მოთამაშე - ანდრეს ინიესტა მოხვდა.
"ისტორიაში 10 საუკეთესო მოთამაშე? მარადონა, დი სტეფანო, ტრაპატონი, გარიჩნა, კრუიფი, ბეკენბაუერი, ალბერტო, ზიდანი, რონალდო ნაზარიო და ინიესტა", - განაცხადა ბრაზილიელმა.
ლეგენდამ ასევე დაასახელა 3 მოთამაშე, რომელსაც შეუძლია ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეთა სიაში ჩაეწეროს.
"უკვე ვიცით, თუ როგორი საოცრები არიან კრიშიანუ რონალდუ და ლიონელ მესი. ამის გარდა, მომავალი კილიან მბაპესთვისაც ნათლად გამოიყურება", - ამატებს ლეგენდა საკუთარ ნათქვამს.