6 თვიანი კონტრაქტი "რეალთან" - მოულოდნელი ამბავი რონალდუზე

6 თვიანი კონტრაქტი "რეალთან" - მოულოდნელი ამბავი რონალდუზე

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალურად დამტიკცდა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგები დატოვა.

ბუნებრივია, ამ ხნის მანძილზე პორტუგალიელი შემტევი არაერთ კლუბს დაუკავშრეს.

გამონაკლისი არც მადრიდის "რეალი" იყო. ამჯერად ახალ ცნობებს გამოცემა "DiarioAS" გვაწვდის.

წყაროს ცნობით, კრიშტიანუ მზად იქნება ხელფასის დიდ შემცირებაზე, თუ "სამეფო გუნდი" მასთან 6 თვიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

თუმცა მადრიდელებს ამ საკითხთან დაკავშირებით მყარი პოზიცია უკავიათ და ისინი რონალდუს დაბრუნებას არცერთ ვარიანტში არ განიხილავენ.

ასე და ამგვარად, უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ პორტუგალიელი ლეგენდა "სამეფო გუნდში" ვეღარ დაბრუნდება და ის თუ სად გააგრძელებს იგი კარიერას, ამას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გავიგებთ.

2 თვის წინ
9735 / 0
Nika