ანჩელოტის მოთხოვნა - კარლოს "ნაპოლიდან" ტრანსფერი სურს

ანჩელოტის მოთხოვნა - კარლოს "ნაპოლიდან" ტრანსფერი სურს

დღეს, საფეხბურთო ჟურნალისტმა სანტი აუნამ მადრიდის "რეალის" შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, მადრიდელებმა ტონი კროოსის შემცვლელს სერია ა-ში, კერძოდ, "ნაპოლიში" მიაგნეს.

საუბარია სტანისლავ ლობოტკაზე, რომელიც მიმდინარე სეზონში კლუბთან ერთად ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება.

მოგეხსენებათ, ბევრი იწერება იმის თაობაზე, რომ კროოსი კარიერის ნაადრეავად დასრულებაზე ფიქრობს, რის გამოც "თეთრები" მისი შემცვლელის მოყვანზე აქედანვე ზრუნავენ.

აქვე გეტყვით, რომ ლობოტკას ნეაპოლელებთან ხელშეკრულება 2025 წელს ეწურება და მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 60-70 მილიონ ევროს შეადგენს. 

2 თვის წინ
15689 / 0
Nika