აზარმა გერმანიის ნაკრები გააკრიტიკა - ედენის კომენტარი გერმანელთა საქციელზე

აზარმა გერმანიის ნაკრები გააკრიტიკა - ედენის კომენტარი გერმანელთა საქციელზე

გუშინ, გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ჩაატარა და იაპონიასთან 2:1 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ FIFA-მ გერმანელებს "OneLove"-ის სამკლაურის გაკეთების უფლება არ მისცა, რის გამოც მათ თამაშის წინ პროტესტი პირზე აფარებული ხელით გამოხატეს.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა ედენ აზარმაც გააკეთა.

"ამ ქმედების გამო დაისაჯნენ და დამარცხდნენ. კარგი იქნებოდა, ამის გაკეთების ნაცვლად, უკეთესად ეთამაშად და მატჩი მოეგოთ.

"აქ ფეხბურთის სათამაშოდ ვართ და არა პოლიტიკური მესიჯების გასაგზავნად. ამ საქმისთვის სხვა ადამიანები არსებობენ", - თქვა ბელგიელმა.

1 კვირის წინ
168 / 0
Nika