ანჩელოტიმ ასენსიო შეაფასა - იტალიელის პოსტი

ანჩელოტიმ ასენსიო შეაფასა - იტალიელის პოსტი

გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა კოსტა-რიკა 7:0 გაანადგურა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში, გოლი მადრიდის "რეალის" შემტევმა მარკო ასენსიომაც გაიტანა.

შეხვედრის შემდეგ, "ბლანკოსის" თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ ასენსიო და მთლიანად "ფურია როხა" შეაფასა და პოსტი გამოაქვეყნა.

"ერთმა ფეხბურთელმა შეიძლება მოიგოს თამაშები, თუმცა ეს არის გუნდი, რომლესაც ტიტულების მოგება შეუძლია.

"ამ შეხვედრაში თავი მარკომაც გამოიჩინა, რომელმაც ერთი გატანილი ბურთი მიითვალა. ბრავო", - წერს იტალიელი.

1 კვირის წინ
230 / 0
Nika