2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა - კრიშტიანუ რონალდუ დასაჯეს

2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა - კრიშტიანუ რონალდუ დასაჯეს

მიმდინარე წლის აპრილში კრიშტიანუ რონალდუს ერთ-ერთ ქომაგთან ინციდენტი მოუვიდა.

როდესაც პორტუგალიელი ფეხბურთელი მოედნიდან გადიოდა, იგი გულშემატკივრის ქმედებამ გააღიზიანა და ტელეფონი დაუმტვრია.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აღნიშნულ ქმედებაზე განაჩენი შესაბამისმა კომიტეტმა ახლა გამოიტანა.

რონალდუ ფულადი ჯარიმითა და ორ მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

ამჯერად, კრიშტიანუ ნაკრებში იმყოფება და მუნდიალის პირველი მატჩისთვის ემზადება.

1 კვირის წინ
9811 / 0
Malia