რონალდუ "იუნაიტედიდან" წასვლაზე განცხადებას აკეთებს

რონალდუ "იუნაიტედიდან" წასვლაზე განცხადებას აკეთებს

უკვე ოფიციალურად, "მანჩესტერ იუნაიტედმა" კრიშტიანუ რონალდუსთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

პორტუგალიელს პირს მორგანთან ჩაწერილი კრიტიკული ინტერვიუ არ აპატიეს და ოლდ ტრაფორდიდან მეორედ გააცილეს.

კრიშტიანუმ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას კლუბი ძალიან უყვარს.

"მანჩესტერ იუნაიტედთან მოლაპარაკებების შემდეგ, ჩვენ კონტრაქტის გაწყვეტაზე შევთანხმდით.

იუნაიტედი და კლუბის ქომაგები მიყვარს, ეს არასდროს შეიცვლება. ვგრძნობ, რომ ახალი გამოწვევის მიღების დრო დადგა.

გუნდს სეზონის მეორე ნახევარსა და მომავალში ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ", - განაცხადა კრიშტიანუმ.

1 კვირის წინ
180 / 0
Malia