"რეალის" ბელინგემს უახლოვდება - კლუბის მორიგი ნაბიჯი

"რეალის" ბელინგემს უახლოვდება - კლუბის მორიგი ნაბიჯი

როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის ზაფხულში, მადრიდის "რეალის" მთავარი სამიზნე ბორუსიას "დორტმუნდის" ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი იქნება.

ინგლისელი ფეხბურთელი არაჩვეულებრივ ფომრაში იმყოფება და ევროპული გრანდების ყურადღებას სულ უფრო და უფრო იქცევს.

ამ ეტაპზე, მადრიდელები მას განსაკუთრებით აკვირდებიან და მის თამაშებს "სამეფო გუნდის" სკაუტებიც ხშირად ესწრებიან.

"Marca"-ს ცნობით, "თეთრებმა" ახალგაზრდა ვარკსვლავთან მოლაპარაკებების წარმოება უკვე დაიწყეს და ტრანსფერის საკითხზეც მუშაობენ.

როგორც იწერება, "რეალი" მას კლუბისთვის შესაფერის მოთამაშედ მიიჩნევს, რის გამოც გუნდს მისი შეძენა სულ უფრო და უფრო უნდა.

აქვე გეტყვით, რომ ბელინგემს ბორუსიელებთან ხელშეკრულება 2025 წელს ეწურება.

1 კვირის წინ
201 / 0
Nika