მორიგი მიღწევა - რა შედეგი დააფიქსირა მოდრიჩმა მაროკოსთან მატჩში

მორიგი მიღწევა - რა შედეგი დააფიქსირა მოდრიჩმა მაროკოსთან მატჩში

დღეს, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა ლუკა მოდრიჩმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ჩაატარა და მაროკოს დაუპირისპირდა.

37 წლის ნახევარმცველმა რიგით მე-4 მუნდიალი ითამაშა და უნიკალური შედეგიც დააფიქსირა.

კერძოდ, ხორვატ ლეგენდას მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე სამ დეკადაში (2006; 2014; 2018; 2022) აქვს ნათამაშები.

აღსანიშნავია, რომ ლუკამ მსაგვსი შედეგი შარშანაც ევროპის ჩემპიონატზე დააფიქსირა, სადაც მან რიგით მე-4 ევროპის ჩემპიონატი ითამაშა (2008; 2012; 2016; 2020).

აქვე გეტყვით, რომ 37 წლის მოდრიჩი მაროკოსთან თამაშში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

1 კვირის წინ
183 / 0
Nika