ცნობილია - ითამაშებს თუ არა აზარი "კანადასთან"

ცნობილია - ითამაშებს თუ არა აზარი "კანადასთან"

მსოფლიოს ჩემპიონატი ნელნელა უფრო და უფრო აქტიურ ფაზაში შედის.

დღეს საქმეში მუნდიალის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, ბელგიის ნაკრები ერთვება, რომელსაც მადრიდის "რეალის" შემტევი ედენ აზარი კაპიტნობს.

კლუბში არსებული არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობის გამო, იყო ეჭვები ითამაშებდა, თუ არა აზარი ძირითადში.

ეს ეჭვები კი რობერტო მარტინესმა გააქარწყლა. მისი თქმით, ედენი კანადასთან ძირითადში იქნება და გუნდს უკაპიტნებს.

შეხვედრა ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.

1 კვირის წინ
120 / 0
Malia