ოფიციალური დასტური - კრიშტიანუმ "იუნაიტედი" დატოვა

ოფიციალური დასტური - კრიშტიანუმ "იუნაიტედი" დატოვა

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში კრიშტიანუ რონალდუმ საკმაოდ სკანდალური განცხადებები გააკეთა, რაც "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირდებოდა.

ამის შემდეგ, მუდმივად იწერებოდა, რომ რონალდუ "წითელი ეშმაკების" რიგებს მალე დატოვებდა.

სულ ცოტა ხნის წინ კი ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე "მანჩესტერმა" პორტუგალიელ ვარსკვლავთან კონტრაქტი გაწყვიტა და ამ მომენტისთვის იგი თავისუფალი აგენტია.

1 კვირის წინ
800 / 0
Malia