"იუნაიტედმა" რონალდუს შეტყობინება გაუგზავნა - რა წერია კლუბის წერილში

"იუნაიტედმა" რონალდუს შეტყობინება გაუგზავნა - რა წერია კლუბის წერილში

კრიშტიანუ რონალდუ და "მანჩესტერ იუნაიტედი" მეორედ შორდებიან ერთმანეთს, თუმცა ამჯერად ბევრად უფრო დრამატულად.

პირს მორგანთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ ნათელი იყო, რომ პორტუგალიელს ოლდ ტრაფორდზე აღარ დაედგომებოდა და კლუბი უნდა დაეტოვებინა.

The Athletic-ის ცნობით, "იუნაიტედმა" უკვე დაიწყო მუშაობა მასთან კონტრაქტის გაწყვეტაზე და რაც შეიძლება მალე სურს ამ საკითხის მოგვარება.

ამასთან ერთად, როგორც გაირკვა, კლუბმა რონალდუს წერილი გაუგზავნა, სადაც წერია, რომ მას კარინგტონზე აღარ ელიან.

კლუბის წარმომადგენლებმა კრიშტიანუს აცნობეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ის მანჩესტერში ვეღარ დაბრუნდება და ყველაფერი დასრულებულია.

ასე რომ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე რონალდუს ახალი კლუბის მოძიება მოუწევს.

2 კვირის წინ
6960 / 0
Nika