რუდიგერი "რეალს" ტრანსფერს ურჩევს - ვისი ხილვა სურს ტონის გუნდში

რუდიგერი "რეალს" ტრანსფერს ურჩევს - ვისი ხილვა სურს ტონის გუნდში

Defensa Central-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველმა ანტონიო რუდიგერმა ფლორენტინო პერესს რჩევით მიმართა.

გამოცემის ინფორმაციით, გერმანელი პრეზიდენტს ურჩევს, რომ ნახევარდაცვის გასაძლიერებლად გუნდში ჯამალ მუსიალა მოიყვანოს.

"ბაიერნის" ამომავალი ვარსკვლავი ამ სეზონში მართლაც შესანიშნავად გამოიყურება და როგორც ჩანს, რუდიგერს მისი თანამემამულის ხილვა "ბლანკოსში" სურს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის მადრიდელთა სამიზნეს არა მუსიალა, არამედ ჯუდ ბელინგემი წარმოადგენს.

1 კვირის წინ
497 / 0
Malia